17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ რამით შეგვაშინებენ" - რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება

შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარავში კიდევ ერთი ღამე გაათენეს.

ადგილზე სოლიდარობის გამოსახატად მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„ეს არის უტიფრობა, რომ თითქოს მოქალაქეებს არ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და კარვის გაშლის თავისუფლება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სარალიძეს ეჭიდავებოდა პოლიცია ზუსტად კარვის გაშლის გამო, რისი უფლებაც არ ჰქონდა და ეს ყველაფერი არის ამის დასტური, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის აღმოიფხვრას და დაისაჯოს დამნაშავე,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

შვილმოკლული მამების და მათი მხარდამჭერების მოთხოვნები უცვლელია, დაისაჯონ დამნაშავეები.

„სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი მიზანი, რომ ჩვენი შვილების მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამ არ მოვისვენებ და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რამით შეგვაშინებენ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ გვიან ღამით მივიდა მელორ ვაჩნაძეც, რომელმაც აქციის მონაწილეებს კარავი მიუტანა, თუმცა აქტივისტებმა მას ტერიტორია დაატოვებინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები