დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა და გადადებული პლენარული სხდომა - ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატების მობილიზება ვერ შეძლო.
ოპოზიციის კრიტიკას ნაწილობრივ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რომან კაკულია.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ქვორუმის არ არსებობაზე თავის მართლება უადგილოა. თუმცა დეპუტატი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
„ეს არ არის ის თემა რითაც ახალა ამაყები უნდა ვიყოთ და თავს მოვიწონებთ ცხადია, მაგრამ მოგვარებადია ჩემი აზრით და ვეთანხმები კრიტიკას. აქ ვერაფერს ვერ იტყვი. საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პარტიას, სადმე ისრების გადატანა პასუხისმგებლობის ხარჯთან დაკავშირებით ალბათ ლოგიკური არ არის მაგრამ არც უმცირესობის პასუხისმგებლობა უნდა დავივიწყოთ და მათაც თავიანთი როგორც დეპუტატების პასუხისმგებლობა აქვთ მაგრამ ალბათ ლომის წილი უმრავლესობისკენ არის,“-რომან კაკულია.
დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ დაიწყო და ის 16:00 საათისთვის გადაიდო.