17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
თბილისობაზე დახარჯული მილიონ 300 ათასი ლარი - "ფლანგვის დეტექტორის" მტკიცებით, მერიას უფასო სასადილოების ნაწილის დაეფინანსებინა შეეძლო 

მილიონ 300 ათასი ლარი, რომელიც წელს თბილისობაზე დაიხარჯა - ორგანიზაცია  "ფლანგვის დეტექტორი" ამტკიცებს, რომ თანხები შესაძლებელი იყო მერიას უფრო რაციონალურად აეთვისებინა. მკველავერი ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევის შედეგებსაც აქვეყნებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისობის მხოლოდ ორ ღონისძიებაში გადახდილი თანხა თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებულ უფასო სასადილოების წლიური ბიუჯეტს უტოლდება.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ზეიმზე დახარჯული თანხა 40%-ით უფრო მეტია ვიდრე სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებზე.

„ეს თანხები საკმარისი იქნებოდა სრულად დაეფინანსებინა მთელი წლის განმავლობაში ვაკის ან საბურთალოს უფასო სასადილოები. ასევე, შეძლებდა სრულად დაეფინანსებინა თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები,“ - განაცხადა "ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა, სალომე კვირიკაშვილმა.

დღის ამბები