21 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
გია ყანჩელის ახალი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა და კომპოზიტორის ინტერვიუ "კურიერთან"

გია ყანჩელის ახალი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა - 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი კომპოზიტორის ოთხი ახალი ნამუშევარი პირველად გაჟღერდება

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს საღამოზე ახალგაზრდა ქართველი დირიჟორები უხელმძღვანელებენ.

კონცერტში მონაწილეობას სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი და უცხოელი მუსიკოსებიც მიიღებენ.

19 ნოემბრის კონცერტის რეპეტიციას გია ყანჩელი დაესწრო და „კურიერს“ თავისი ბოლო ნაწარმოებების შესახებ უამბო.

„ყოველთვის ვღელავ, როდესაც მოვდივარ პირველ რეპეტიციაზე იმიტომ, რომ პირველივე რეპეტიციაზე ვასწორებ იმ პრეტენზიებს, რომლებიც მიჩნდება ჩემ მიმართ. ჯერჯერობით აი, ვზივარ რეპეტიციებზე და რაღაც დადებითი აზრი მომდის ჩემს ნაწარმოებებთან დაკავშირებით. 4-დან, რომელიც უნდა შესრულდეს 19 ნოემბერს ერთი მოსმენილი მაქვს შვეიცარიაში, ქალაქ სიენაში, ფესტივალზე ძალიან კარგი შესრულებით, და ამას თბილისში მოვისმენ მეორეჯერ მაგრამ დანარჩენი სამი ჩემთვისაც იქნება პირველი შესრულება,“- განაცხადა გია ყანჩელმა.

დღის ამბები