17 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"კონცერტისთვის მომიყვანეს?" -ახალქალაქში ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ამომრჩევლების ნაწილი მოტყუებით მიიყვანეს

ამ წუთებში ახალქალაქში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.  კონცერტის დაწყებამდე "ქართული ოცნების" ლიდერებმა შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში არ იმყოფება. შეხვედრაზე მისული მასწავლებლების ნაწილი ადასტურებს, რომ აქციაზე ისინი დირექტორის თხოვნით მივიდნენ. ახალქალაქში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იმყოფებიან იუსტიციისა და სახელმწიფო მინისტრები.

„მე არ გამიგია რა პროგრამა აქვს ამას. კონცერტისთვის მომიყვანეს? ჩვენ ტელევიზორში ყოველთვის გვესმის ქართული სიმღერები და ყველაფერი. მე მაინტერესებს მარტო პროგრამა. რაზე ვოცნებობთ, რა დაპირება აქვთ? დირექტორმა გვითხრა, რომ აქ წამოვსულიყავით. ჩვენ რა ვიცოდით აქ რა აქვთ მოწყობილი“-აცხადებენ ახალქალაქში. 

დღის ამბები