სამების საკათედრო ტაძარში რიგით 56-ე საყოველთაო ნათლობა დღის ბოლომდე გაგრძელდა.
პატრიარქის ნათლული ამჯერად 700–ზე მეტი ჩვილი გახდა. საღამოს 8 საათისთვის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდა, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.
დღეისთვის ილია მეორეს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.