17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სამსახურიდან გაშვების მუქარა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - „სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნოდ ზეწოლის ახალ ტალღაზე საუბრობს 

მუქარების და ზეწოლის ახალი ტალღა წინასაარჩევნოდ - არასამთავრობო ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საშიშროებაზე საუბრობენ.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ზეწოლის ახალი ფორმები გამოვლინდა. მათი თქმით, ზეწოლა ხორციელდება არა მარტო საჯარო, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულებზეც.

ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ვითარებაზე გარკვეული გავლენა რამდენიმე მუნიციპალიტეტში შს მინისტრის ვიზიტმაც მოახდინა.  ასევე მერებთან გუბერნატორების შეხვედრებზე, რადგან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია, სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

„საუბარია როგორც საჯარო პირების მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე, გათავისუფლების მუქარაზე, ასევე კერძო პირების და კერძო სექტორის თანამშრომლებისადმი განხორციელებულ ზეწოლაზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე.

არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას პრაქტიკულად ხელს უშლის ასეთი მასშტაბის ზეწოლების და მუქარების შემთხვევები,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები