მესამე სექტორის იმ პირთა ვინაობას ასახელებს ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს. "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 10 დღის წინ ჩატარდა თათბირი და ყალბი პირადობის დაბეჭდვის მეთვალყურეობა დაევალა თავად ამ სააგენტოს ხელმძღვანელს სოსო გიორგაძეს და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ბეჟან ობგაიძეს.
„ჩვენთვის ცნობილია ასევე რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს და თვალყურს ადევნებს რამდენიმე მაღალჩინოსანი. თვითონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამას ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ასევე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
სამოქალაქო სექტორის ცნობით, ყალბი პირადობები შემდეგი სქემით გადანაწილდება: ერთი პირი მიღებს 5 პირადობის მოწმობას რომელზეც მხოლოდ მისი ფოტო იქნება იდენტური დანარჩენი ინფორმაცია კი განსხვავებული იმისთვის, რომ მან შეძლოს სხვადასხვა უბნებზე ხმის მიცემა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.