17 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველფერზე მიდის, რომ ზურაბიშვილს მოაგებინოს" - ოპოზიცია ყალბი პირადობების ბეჭვდას ეხმაურება

ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭვდვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ევროპული საქართველო ეხმაურება.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არის პანიკაში და ყველა გზით ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, გაყვანას.

„ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის ძალიან შემაშფოთებელი. პირველ რიგში, მეტყველებს და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველა ნაბიჯზე მიდის, ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ როგორღაც მეორე ტურში მოაგებინოს სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ის მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ გადადგან ეს უკანონო ნაბიჯი და არ შელახონ საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება.

"ეს არის ქმედება, რომელიც ისჯება კანონით და მათ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დასახელებული იყვნენ, თუ მათ ხელმძღვანელებს აუცილებლად მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან. ნუ გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს თავი პარტიულ ინტერესებს,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება დღეს გააკეთეს. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება. კერძოდ, იბეჭდება ხუთი სხვადასხვა პირადობა ერთი პირისთვის, რომელსაც ის გამოიყენებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები