სკანდალური ტექსტი, რომელიც ოქუაშვილმა, ტელე "იმედის" ეთერში არ წაიკითხა, გადაცემა "აქცენტებში" წამყვანებმა გაასაჯაროვეს. ის ბიზნესმენმა თავად გადასცა "რუსთვი 2"-ს. წინასწარ შედგენილი ტექსტი, ოქუაშვილისა და წამყვანის დიალოგს მოიცავს და ჟურნალისტის შეკითხვებიც წერია. შეთანხმების მიხედვით ოქუაშვილს ტელე "იმედის" ეთერში კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე უნდა ესაუბრა და ეხსენებინა ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
ტექსტში წერია:
- დამიკავშირდნენ გვარამია და მერე სააკაშვილი და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე. მითხრეს, რომ ძველად ჩემთან მაგრად შეეშალათ და აგინებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მაგის ბრალი იყოო ყველაფერი. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე და რამე ფაქტი მიმეცა, ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, თუ როგორ მძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ვინ დაიჯერებს მილიარდერი კაცი ფულს რომ მძალავდა, ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა? რა გამიკეთეს ცუდის მეტი, რომ ვინმესთვის რამე მიმეცა? . . .
ოქუშვილს შემდეგ გარემოებებზეც უნდა ესაუბრა:
- პოლიტიკურ თამაშებში ჩემი გამოყენების საშუალებას არავის მივცემ, არც "ნაცების" ინტერესები მაინტერესებს და არც "ქოცების," მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც "რუსთავი 2"-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. რევულუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია თანხა ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება. . .
ასეთია იმ ტექსტის ძირითადი შინაარსი, რომლის წაკითხვასაც ოქუაშვილს, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლება ავალდებულებდა ტელე "იმედის" ეთერში.