17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
იმიტირებული ინტერვიუ "იმედისთვის" და გვარამიას და სააკაშვილის დაკავების მცდელობა-ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადება

ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ, "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადფასტურებს, როგორ გადარიცხა არჩევნებამდე ორი დღით ადრე "ქართუ ბანკმა" ომეგა ჯგუფის ანგარიშზე 7 მილიონ ლარზე მეტი და როგორ ყიდულობდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენის დუმილს.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა. მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან"  8 მილიონიანი გადარიცხვა.

გადარიცხვა თარიღდება 26 ოქტომბრით და როგორც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, "ქართუ ბანკმა" ეს თანხა ყოველგვარი გარანტიების გარეშე დახურულ "ომეგა ჯგუფს გადაურიცხა." ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპანიას ჰქონდა ძალიან დიდი დავალიანება და ზაზა ოქუაშვილს საბიუჯეტო ვალის გადახდას სთხოვდნენ. ომეგა ჯგუფი კი ითხოვდა, რომ მიეცათ აქციზური მარკები და საწარმოს დაეწყო მუშაობა.

26 ოქტომბერს კი ზაზა ოქუაშვილს დაუკავშირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რამდენიმე წინადადება შეთავაზეს. ეს ხდება ზაზა ოქუაშვილის დაანონსებულ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე. ყველა ელოდებოდა რომ სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის მოთხოვნილი 4 მილიონის დამადასტურებელ მასალას წარმოადგენდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოქუაშვილს ბრიფინგის ანონსის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ. 

“ქართუმ" გასცა  8 მილიონამდე თანხა. აგერ მოხდა რომ გაიყიდა 5 მილიონის მანქანები თუ იყიდებოდა. რესტრუქტურიზაციაზე ისევე 26-ში მიიღეს თანხმობა ფირმამ უკვე გვიან, რომ გადაიხდიდნენ მხოლოდ 10 მილიონს. ეს იყო შეთანხმება  ხელის ჩამორთმევით. 6 კაცი ესწრებოდა,  რომლის საქმის კურსში  ჩადგა აბსოლუტურად ინგლისის საელჩოც. ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაშინ როდესაც ფირმა გაჩერებულია, კონფლიქტი აქვს ბანკთან შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი იყო რომ ამ შემთხვევას მიუხედავად უცებ ორ საათში ბანკი გადარიცხავს და კრედიტში გამოუყოფს ყოველგვარი დამატებითი კონტრაქტით, უზრუნველყოფის გარეშე მილიონებს,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

პრესკომფერენციის დაანონსების შემდეგ „ომეგა ჯგუფმა“ მიიღო ვალის რესტრუქტურიზაციის პირობა. მას ჩამოაწერეს მილიონობით ლარი  და 55-ის ნაცვლად კომპანიას უნდა გადაეხადა 10 მილიონი. ასევე ზაზა ოქუაშვილის კომპანიამ  მოიგო სასამართლო დავა, რომელიც 2 წელი მიმდინარეობდა. ამასთან, "ომეგა ჯგუფმა" მიიღო ხელშეკრულება ძვირადღირებული მანქანების შეთავაზებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მოხდა ორი დღის განმავლობაში.  

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველად მან ვერ დააკავშირა ერმანეთთან ხელისუფლების ეს პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ომეგა ჯგუფის მიმართ მთავრობას სხვა გათვლები ჰქონდა. კერძოდ, ზაზა ოქუაშვილს მოსთხოვეს  რომ იმ ყველაფრის სანაცვლოდ რაც მოხდა ორი დღის განმავლობაში მას უნდა გაეკეთებინა კონკრეტული განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში. ზაზა ოქუაშვილს მიუტანეს კონკრეტული ტექსტი, თუ რა უნდა ეთქვა იმედის ეთერში. რომლის შინაარსის მიხედვით ზაზა ოქუაშვილს უნდა ეთქვა, რომ მას დაუკავშირდნენ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი და მოსთხოვეს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარისთვის კომპრომატები მიეცა.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო პირადად პრემიერ ბახტაძის დავალება. როგორც ირკვევა ამ ყველაფრის მიზანი საბოლოოდ იყო სისხლის სამართლის დევნის დაწყება "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და წინააღმდეგ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს დისკრედიტაცია.   

დღის ამბები