17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
"ერთადერთი გამოსავალია ბიძინა ივანიშვილის ხალხმა ასწავლოს ჭკუა, როგორც ეს გააკეთეს პირველ ტურზე“-ოპოზიცია ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს ეხამურება

საპარლამენტო ოპოზიცია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ  ბიძინა ივანიშვილს ძალიან  ეშინია იმ მტკიცებულებების გასაჯაროების სადაც ის ზაზა ოქუაშვილს 4 მილიონს სთხოვს, ამ ინტერვიუდან გამოიკვეთა ისიც, რომ ხელისუფლებას სურს ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გასამართლება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ის, რაზეც ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფო ინსტიტუტები არაფორმალური ზეგავლენა გამოიყენება ბიზნესმენზე  პოლიტიკური ზეწოლის  მიზნით. თუ პოლიტიკურად არ ხარ ლოიალური განადგურდები. აი მესიჯი გავიგეთ ჩვენ გუშინ. ეს არის არის ისეთი დანაშაულის შემცველი ფაქტები, რომელიც აუცილებლად იქნება თავის დროზე გამოძიებული და ყველა დასჯილი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში მაფიოზური მმართველობის არსებობა.  

„საქართველოს ბიძინა ივანიშვილი მართავს მაფიოზური მეთოდებით. ისიც, პრემიერ-მინისტრიც მთელი ვერტიკალი უკანონო გარიგებებში შედის ბიზნესმენებთან. მათ არ ესმით რომ კანონი ყველასთვის არის კანონი. ისინი მოქმედებენ კანონს მიღმა და შემდეგ ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ ზუსტად ისე როგორც გუშინ დაუბრუნდათ ოქუაშვილის განცხადებები და ეს არ უნდა გაუკვირდეთ. რა არის გამოსავალი აქედან? ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხალხმა ასწავლოს ჭკუა, როგორც ეს გააკეთეს პირველ ტურზე,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები