ერთი წელი სასტუმრო ლეოგრანდის ტრაგედიიდან - სასტუმროსთან მოქალაქეები მიდიან, სანთელს ანთებენ და ტრაგედიის ღამეს იხსენებენ. დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდიც.
გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ორი პირია დაკავებული.
”შარშან, 24 ნოემბერს, არამხოლოდ ჩემთვის, საქართველოსთვის იყო ძალიან მტკივნეული დღე. ვფიქრობ, ერთი წლის თავზე ეს ტკივილი ისევ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. ძალიან ღირსეული ბიჭები დავკარგეთ. რამდენიმე მათგანი ჩემი მეგობარი იყო. მოვედი მათი ხსოვნის ნიშნად. მახსოვს მათი ტკივილი, ის მტივნეული დღე, როდესაც გადაუჭრელმა, მოუგვარებელმა პრობლემებმა ისმხვერპლა 11 ადამიანის სიცოცხლე,” - განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.