ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა შეთახნმებას მიაღწიეს. ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. შეთანხმება ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სამიტზე შედგა. შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა. დონალდ ტუსკის განცხადებით, 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას და პოლიტიკურ დეკლარაციას ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამომავლო ურთიერთობებს. ახლა ტერეზა მეიმ შეთანხმების მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტი უნდა დაითანხმოს.