02 ივლისი 2024,   10:55
ვრცლად
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა - უმაღლესმა რადამ პოროშენკოს განკარგულებას მხარი დაუჭირა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა - უმაღლესმა რადამ პოროშენკოს განკარგულებას დაუჭირა მხარი. საომარი მდგომარეობა უკრაინაში ძალაში ხვალიდან შევა და რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ეს ის ტერიტორიაა, სადაც შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

მისი თქმით, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები სამოქალაქო პირების მიმართ მხოლოდ რუსეთს მხრიდან სახმელეთო აგრესიის შემთხვევაში დაწესდება.

განკარგულებაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ნათქვამია, რომ არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტს გაიმართება.

"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სპეციალური პირობების დაწესება მოხდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების მიერ დონბასის რეგიონისა და უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის გარეთ სახმელეთო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში. ეს კანონპროექტი რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებში საომარი მდგომარეობის შემოღებას გულისხმობს, კერძოდ უკრაინა-რუსეთს, უკრაინა-მოლდოვის და დნესტრისპირეთის საზღვრის მონაკვეთების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვის სანაპიროებზე. ეს არის ზუსტად ის ტერიტორია, სადაც შესაძლოა დარტყმა განხორციელდეს,"-განაცხადა პოროშენკომ. 

დღის ამბები