17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ეკა გიგაურის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკა გიგაურმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  Google-ისგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობდა მისი ელექტრონული ფოსტის გატეხვას.

 

 

დღის ამბები