მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინიციატივას, ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში არაადეკვატურს უწოდებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი როგორც ჩანს არასწორად აღიქვამს ვითარებას.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის შეთავაზება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით უკავშირდება ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ველზე დარჩენის მცდელობას.
„მარგველაშვილმა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდში და არ მინდა დავამძიმო ის პოზიტიური ფონი რაც თითქოს და შექმნა. ის განცხადება, რომ თვითონ უნდა ჩაერთოს რაღაც პროცესებში არის ვითარების არაადეკვატური აღქმა. საზოგადოების სტაბილურობისათვის ამდენი არჩევნები ზედიზედ, თან იმ სისტემით არჩევნები, რომელიც აბსოლუტურად ცვლის საარჩევნო კოდექსს, არის ერთადერთი მიზნით შემოთავაზება გაკეთებული, რომ რაღაცა თავის პოზიციები შეინარჩუნონ პოლიტიკურ ველზე და ამის უკან მხოლოდ რაღაც პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს მედიატორის როლი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში.