17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

კურიერის ინფორმაციით, ზანდუკელის ქუჩაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიტიკოსის დედამ გამოიძახა, ადგილზე მისულ ექიმებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.

ამ წუთებში ზანდუკელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ნიკა რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. დაინიშნა.

აგვისტოს ომის შემდეგ, ნიკა რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გორში სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი ოყო.

რურუას ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

 

დღის ამბები