30 ივნისი 2024,   12:18
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი - განგაში ახალი კალედონიის ზღვისპირა რეგიონებში

ძლიერი მიწისძვრა და ცუნამის განგაში - ახალი კალედონიის ზღვისპირა რეგიონებში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა.

7.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები ახალი კალედონიის სანაპიროსთან ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაფიქსირდა. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა. სპეციალისტების დაკვირვებით, წყნარი ოკეანის ამ რეგიონში უკვე შენიშნეს ტალღები, რომელთა სიმაღლეც 3 მეტრს აჭარბებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები