17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
„ის ძალადობა რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, გადმოიტანეს პარლამენტში" - ოპოზიცია სხდომათა დარბაზში დაპირისპირებას ეხმაურება

მწვავე დაპირისპირების  შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნებულა. საგანგებო განცხადებები ოპოზიციის წევრებმა, დარბაზის გარეთ გააკეთეს.

ოპოზიცია დაპირისპირების ინიცირებაში მმართველ გუნდს და "პატრიოტთა ალიანსს" ადანაშაულებს.

„ის ძალადობა რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, ახლა უკვე ეს ძალადობა გადმოიტანეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ეს ასახავს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს, რაც  დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. როცა პარლამენტის წევრი, მეორე პარლამენტის წევრს ეპარება უკნიდან როგორც ეს გააკეთა ზაზა პაპუაშვილმა, მიეპარა ნიკა მელიას უკნიდან და ცდილობს რომ მას ზურგში ჩაარტყას და ამას უყურებს პარლამენტის თავმჯდომარე  ტრიბუნიდან და არ აჩერებს ამას, რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წინასაარჩევნო  ძალადობაც, არჩევნების დღეს განხორციელებული ძალადობაც, ის რომ ადამიანი გარდაიცვალა, ის რომ ერთი ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძვის რეანიმაციაში , ის რომ იყო უმოწყალოდ  ნაცემი ადამიანები ახალქალაქში, ეს ყველაფერი იყო პირდაპირ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი ინციდენტი ადასტურებს ხელისუფლების მიერ დაწყებულ იმ კამპანიას, რომელიც ოპოზიციის დევნას უკავშირდება.

„დღეს ეს ძალადობა უკვე გადმოვიდა პარლამენტში და ჩვენ ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები და მათი სატელიტური პარტიები არ აძლევენ შესაძლებლობას 800 ათასი ქართველს წარმომადგენელ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში გააჟღერონ ის გზავნილები რომელიც დღეს აქვს 800 ათას მოქალაქეს. ეს არის სახე დღევანდელი ხელისუფლების,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დაპირისპირება პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე მოხდა.

ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო , ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან "ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები