17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობა EBRD-ის ოფისთან შეიკრიბა 

პროტესტი სვანეთში - ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობამ გარემოსდამცველთა მხარდამჭერი აქცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან გამართა.

აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით, ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ აქტიურად განაახლა ქვემო სვანეთში სამუშაოები და მოუწოდებენ დაუყონებლივ შეწყვიტონ მშენებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.

„დღეს იმართება გამაფრთხილებელი აქცია დატბორვითი და სამხედრო ოკუპაციის წინააღმდეგ. ამ სპონტანური აქციის ინიციატორები არიან ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მოითხოვენ EBRD-ისგან, რომ არ მოხდეს დაფინანსება საქართველოში იმ ჰესების, რომელსაც ძალადობრივი მეთოდით ცდილობს ააშენოს ხელისუფლება წინააღმდეგ საკუთარივე საარჩევნო დაპირებებისა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები