შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც უკვე მსჯავრდებულია სასამართლოს დარბაზში შესვლამდე იმედს იტოვებდა, რომ სასამართლო სამართლიან და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
განაჩენის გამოცხადებამდე დონაძემ განაცხადა, რომ თუ მას მოსამართლე პატიმრობას მიუსჯიდა, ეს იქნებოდა მისი განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო დევნა.
„ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ორი რამ, ერთი პოლიტიკური სპეკულაციები და ვაჭრობა - რაც მთელი ამ წლების თანმდევი იყო და მეორე - იმედი მაქვს, რომ განსხვავებული აზრის ადამიანს არ გამოკეტავენ ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მაქვს განსხვავებული აზრი და ვარ ჟურნალისტი,“-განაცხადა დონაძემ.