ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად პრემიერ-მინისტრი სიღარიბეს ასახელებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სასტურო „ბილტმორში“ ისაუბრა, სადაც მან წლიური ანგარიში წარადგინა. პრემიერის თქმით აქამდე არსებული ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო ადეკვატური იმ პრობლემების მიმართ, რომელიც საქართველოს აქვს.
„საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა. ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე, ეს არის სწორედ ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ამ თვალსაზრისით. დაახლოებით 10%-ით ჩვენ შევძელით და შევამცირეთ სიღარიბე. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას ნათლად ჩანს რაში გვაქვს ყველაზე დიდი ჩამორჩენები. სიღარიბის მთავარი წყარო სამწუხაროდ გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რა ეკონომიკური მოდელითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდა წარმატებული. რატომ?-იმიტომ რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერმა უპრეცედენტოდ შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება, არჩვენების მეორე ტურის წინ როდესაც , როდესაც მმართველმა გუნდმა განაცხადა რომ 600 ათას მოქალაქეს ვალები გაუნულდებოდა.
"ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის პირველ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 ათასი მოქალაქე შეხვდება ვალის გარეშე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.