17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
"რომ გაჩუმდებით მეგობრებო, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ... დაიწყო პოლიტიკური ტერორი"-გრიგოლ ვაშაძე

საპროტესტო აქცია გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან დასრულებულია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დატოვეს გურჯაანი. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მოსამართლის გადაწყევტილება შეაფასეს, რომლის მიხედვითაც დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას იმისთვის, რომ დავით კირკიტაძე არ დარჩეს პატიმრობაში.

„პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე, სადაც მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც კი არ გასულა. სადაც ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომელიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პოლიციამ თავად დაარღვია კანონი ველისციხეში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

ჩაგვიხერგეს გზა დამნაშავე პოლიციელებმა, ფორმა რომ ეცვათ და მათ წინააღმდეგობა რომ გავუწიეთ ე.ი. ჩვენ ვართ დამნაშავეები. რა არის ეს თუ არა დიქტატურა. ბელორუსიაში იგივე ხდება, რუსეთში იგივე ხდება. ლიდერებს აპატიმრებენ მაშინ, როდესაც გამოთქვამენ პროტესტს. ძალიან მწვავე ბრძოლა პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში მანამ სანამ არ დავამარცხებთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გაგრძელდება.

„დათომ თქვა სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ ბრძოლა შეიძლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი ადგილიდან. ციხეში იქნება თუ თავისუფლებაზე იქნება, ის გააგრძელებს  ბრძოლას და თითოეული ჩვენთაგანიც გააგრძელებს ბრძოლას,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრების განცხადებით სამოქმედო გეგმა უცვლელია. ეს არის პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ჩადის.

„გეგმა უცვლელია - ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული ჰყავს სასამართლო, პარლამენტი, ამ ხელისუფლების პირობებში ბუნებრივია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ფორმათ ჩნდება პროტესტი და პროტესტი ქუჩაში.  დათო კირკიტაძე არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. დღეს ქვეყანაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამყარდა დიქტატურა. ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

დღის ამბები