17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
"თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე“ - მმართველი გუნდისთვის თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღებია

სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება და ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი დაასახელონ. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდისთვის თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღებია.

სავარაუდოდ, თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს ახალი ვადით შეინარჩუნებს.

„ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა წინაზეც თუ არ მეშლება თამარ ჟვანია წამოყენებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თამარ ჟვანია არის ადამიანი ,რომელსაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული აქვს განსაკუთრებული ჯილდოები ცესკოში განხორციელებული რეფორმებისთვის. მისი მუშაობა არის აღნიშნული ყველა დამკვირვებლის დასკვნაში ამ წლების განმავლობაში , როგორც კარგად ორგანიზებული,“-ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჟვანიას წარმატებულ მუშაობაზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. „მე მგონია, რომ თამარ ჟვანია არის ერთ-ერთი კარგი თავმჯდომარე, ვინც კი მახსოვს ამ პოზიციაზე,“-ამბობს ბესელია. 

მისი თქმით, თამარ ჟვანიას საერთაშორისო დამკვირვებლები მაღალი სტანდარტით აფასებენ. 

„სტანდარტები რომელიც დაამკვიდრა ბოლო წლებში ცესკო გაცილებით უფრო მაღალი, დემოკრატიულია და კარგია ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. ჩვენი ყველა შემდგომი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების კომენტარებს ვეყრდნობი არა პერსონალურ განწყობას ისინი აფასებენ მაღალი სტანდარტით“- განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

დღის ამბები