17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
არასამთავრობოების ნაწილი პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ თამარ ჟვანიას სთავაზობს

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად მესამე სექტორის ნაწილი პრეზიდენტს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შესთავაზებს.

არასამთავრობოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ამ წუთებში სასტუმრო მარიოტში ხვდება.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა, თამარ ჟვანია იქნება ერთ-ერთი იმ სამ კანდიდატს შორის რომელსაც კონსულტაციებზე პრეზიდენტს მესამე სექტორის ნაწილი წარუდგენს.

„გვარების დასახელებისგან მე რა თქმა უნდა თავს შევიკავებ თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი კვლავ იქნება მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ასევე სხვა კანდიდატები რომელსაც წარუდგენს სამოქალაქო სექტორი. თქვენ იცით, რომ კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ერის მხრივ კანდიდატი. ვგულისხმობ საარჩევნო  ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატს, სხვა მოთხოვნებს . და ყველაზე მთავარი მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ნდომა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის. ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, მედიას. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა  ვინ მომავალი 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა ჩაატაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ნდობა და რეპუტაცია იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გარდა ამისა, მესამე სექტორის ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ თამარ ჟვანიას გარდა, დასახელებული იქნება იურისტი მარიამ შელეგიაც. 

„შევთავაზებთ ცესკოს ერთ-ერთ თავმჯდომარეობის კანდიდატს ქალბატონ მარიამ შელეგიას, რომელსაც აქვს დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება საარჩევნო თემებზე მუშაობის. ასევე მენეჯერული  გამოცდილება მერიაში მუშაობის. ასევე 600 ათასი ჩასწორების ავტორი როდესაც სიების ჩასწორება ხდებოდა 11-12 წლებში. 300-მდე ტრენინგი აქვს ჩატარებული. ანუ არჩევნებთან დაკავშირებით მდიდარი გამოცდილება აქვს,“-განაცხადა ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარემ გრიგოლ გაგნიძემ

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ”ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა კი "რუსთავი 2"-თან საუბარი არ ისურვა, შესაბამისად უცნობია თუ ვის დასახელებას აპირებს ის.

საკუთარ კანდიდატურებს არ დაასახელებენ საია, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად არ მივიდნენ. 

დღის ამბები