17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ქაოტური მშენებლობები - სეისმური ცენტრის ხელმძღვანელი საფრთხეებზე საუბრობს და მერიას მიმართავს 

სეისმური ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ თბილისი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და მშენებლობები მხოლოდ შესაბამისი სეისმური დასკვნების საფუძველზე უნდა გაიცეს, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, მერიამ მშენებლობის ნებართვა სულ 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე გასცა. 

„ვართ სეისმურად აქტიური ქვეყანა და მიწისძვრა არის ბუნებრივი კატასტროფა, რომელსაც ვერავინ ვერ დაუდგება წინ. კატასტროფული მდგომარეობა არის მშენებლობის კუთხით იმიტომ, რომ ეს არის დაუცველი სამშენებლო პოლიტიკა. სეისმური დაცვა, გინდაც გეოტექნიკური დაცვა ამ შენობებს არ გააჩნია. თბილისის მერია გასცემს ნებართვას მშენებლობის კუთხით. აქ უკვე ჩაკეტილი წრე გვაქვს, სადაც ფაქტიურად დამნაშავეს ვერ გამოავლენთ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ფაქტიურად ვთქვათ აღებ-მიცემობის ფაქტებთან გვაქვს საქმე.“ - განაცხადა თეა გოდოლაძემ

დღის ამბები