შანტაჟისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს. როგორც დადგინდა, ბრალდებული შანტაჟის ობიექტს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა და ფულს სისტემატიურად სძალავდა.
ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.