17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
„მომავალი ბიუჯეტი გადააჭარბებს მილიარდ ლარს" - კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა 2018 წელი შეაჯამა. დედაქალაქის მერმა ანგარიში თბილისის საკრებულოს წარუდგინა. მან მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მილიარდამდე გაზრდილი ქალაქის ბიუჯეტი 2019 წლიდან ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

„მომავალი ბიუჯეტი გადააჭარბებს მილიარდ ლარს. ეს არის ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, უფრო მეტი საინტერესო  პროექტი განვახორციელოთ თბილისისთვის. ამ ბიუჯეტის 38% იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რომ მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა იმიტომ, რომ ბევრი რაიონი, ბევრი უბანია დარჩენილი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება. დაახლოებით 35% დაიხარჯება სოციალური მიმართულებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

„შთამბეჭდავი იყო ის შეჯამება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. სხვადასხვა ფორმით ქალაქის მერმაც აღნიშნა, ყველა ჩართული ვიყავით ამ პროცესში. ნამდვილად აქტიური და დინამიური წელი იყო. ასევე, ბიუჯეტის ნაწილში 2019 წლის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, რაც ბოლო წლების განმავლობაში თბილისს მიუღია,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს  თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.

თბილისის მერის ანგარიშს ოპოზიცია არ დასწრებია. მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა. მანამდე კი დარბაზში ზეწოლის შედეგად გარდაცვლილი სკოლის დირექტორის და ონში სასიკვდილოდ დაჭრილი ოპოზიციონერის ფოტოები წარმოადგინეს და კახა კალაძეს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გააყალბა ოცნებამ არჩევნები. 
 

ამავე თემაზე
დღის ამბები