26 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ვატიკანში საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა

ვატიკანში საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ტაძრის აივნიდან ყოველწლიური ქადაგება წაუკითხა.

პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მორწმუნეებს, განსხვავებული აზრი სიმდიდრედ აღიქვან და არა საშიშროებად. მისი განცხადებით, მოზაიკური ნახატის შექმნისას, მხატვარი რაც უფრო მეტ ფერს იყენებს, მისი ნამუშევარი უფრო ლამაზი გამოდის.

მიმართვაში რომის პაპმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზც ილაპარაკა და საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდა, გვერდზე გადადოს განსხვავებული შეხედულებები და სწრაფად მოაგვაროს კონფლიქტი სირიაში, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა დევნილებმა სამშობლოში დაბრუნება და მშვიდობიან გარემოში ცხოვრება განაგრძონ.

დღის ამბები