დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველო - საბოლოო გადაწყვეტილება დღეს წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს. მღვდელთმთავრების აზრი ამ საკითხზე ორად არის გაყოფილი. ნაწილი თვლის, რომ 50 მილიონიან სახელმწიფოს, თუ ამის სურვილი აქვს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ავტოკეფალია. ნაწილი კი ამ იდეას არ იზიარებს. დღესვე სინოდის წევრებმა მამა გიორგი მამალაძისთვის სასულიერო საქმიანობის შესაძლო შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელონ. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს და ის 12:00 საათზე დაიწყება.