30 ივნისი 2024,   11:56
ვრცლად
დიდთოვლობა შეერთებულ შტატებში - ქვეყნის მასშტაბით ათასობით ავიარეისი გადაიდო

უამინდობა შეერთებულ შტატებში - დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით ათასობით ავიარეისი გადაიდო.

ერთ-ერთი თვითმფრინავი დალასის თავზე ტურბუნენტულ ზონაში მოხვდა. შედეგად დაშავდნენ მგზავრი და ბორტგამყოლი.

წლის პირველმა დიდთოვლობამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური შტატები დააზარალა. ძლიერი ქარბუქის გამო გზებზე შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

ლუიზიანისა და ტეხასის შტატებში მოსახლეობა მოსალოდნელი ტორნადოების შესახებ გააფრთხილეს. სპეციალისტების პროგნოზით უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები