17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
თსუ-ში საიუბილეო წლის შემაჯამებელი ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი პროფესორების ლექციით დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო წლის შემაჯამებელი ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი პროფესორების ლექციით დასრულდა. ერთობლივი ლექცია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორმა, გია დვალმა; ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ, ჩაატარეს.

ლექციის მთავარი თემა იყო „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“. ღონისძიების ორგანიზატორი ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება იყო.

 „ძალიან საინტერესო ლექცია ჩატარდა, რომელიც სამმა გამოჩენილმა მეცნიერმა ჩაგვიტარა - გია დვალმა, ზაზა კოკაიამ, დათო ლორთქიფანიძემ, ჩვენი კურსდამთავრებულები არიან სამივე. სამივე არის უნ8ივერსიტეტის საზოგადოების წევრი და ეს იყო მათი საჩუქარი უნივერსიტეტს, რომელიც მიეძღვნა ჩვენს საიუბილეო თარიღს - 100 წლის თავს. ასევე, იყო მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფოსტამ გვაჩუქა,“ - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.  

დღის ამბები