ქუთაისის თეთრი ხიდი, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ ცოტა ხნის წინა გაიხსნა, გადაკეტილია. დღეს, დილით, ხიდზე დაგებული მინის იატაკი გაიბზარა.
სამოქალაქო მოძრაობა ევროპა ჩემი სახლიას წევრები ხიდთან დგანან და მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ ადგილზე გავლა სახიფათოა. ისინი მოუწოდებენ მერიას, დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ მოქალაქეები მდინარეში არ ჩაცვივდნენ.
ქუთაისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ხიდი ხელოვნურად დააზიანეს, თუმცა, ქალაქის მერი აცხადებს, რომ კომპანიამ, რომელსაც ხიდის რეაბილიტაცია ევალებოდა, სამუშაოები ხარვეზებით შეასრულა და თანხის ნაწილი დაუკავეს, ახლა კი ჩარიცხულის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ასევე მიმართეს სასამართლოს კომპანიის 200 ათასი ლარით დაჯარიმების მოთხოვნით.
ახალი ტენდერი ხიდზე ხარვეზების გამოსასწორებლად მომავალ წელს გამოცხადდება.
ხიდის რეაბილიტაციისთვის 436 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.