17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ჩაშლილი ზეიმი თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში - საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა

ჩაშლილი ზეიმი თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში - საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვები და მშობლები პანიკაში ჩავარდნენ.

საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მომხდარს ბაღების მართვის სააგენტოც ადასტურებს, სადაც აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით პიროტექნიკა ბაღის ზეიმზე ერთ-ერთმა მშობელმა ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად მიიტანა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე, ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„მშობლებმა შეიტანეს პიროტექნიკა და საახალწლო ზეიმის დროს გაუშვეს, რაც იყო თავისთავად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ბაგა-ბაღის წესდების დარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახსნა-განმარტებები ჩამოვართვით ადმინისტრაციას და დირექტორს და აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება ამ ფაქტს,“ - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

აფეთქების დროს მსუბუქად დაშავდა ერთი ბავშვი, რომელიც მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

დღის ამბები