29 სექტემბერი 2024,   09:30
ვრცლად
სროლა პეკინის ქუჩაზე - 44 წლის მამაკაცს სავარაუდოდ სნაიპერმა ესროლა 

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები. „კურიერმა“  გაარკვია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი 44 წლის მამაკაცი მიხეილ კალანდაძეა. ის სავარაუდოდ, ძველი მხედრიონელია.

დაჭრილი დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას მიზანმიმართულად სნაიპერმა ესროლა. ტყვია მოხვდა მინასაც, რომლის ნამსხვრევმა კალანდაძის ახლობელიც დააზარალა.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები