26 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
ყაჩაღობა ზუგდიდში - დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში „ლენდო“ ბანკის დაყაჩაღებისთვის დაკავებულ მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, 4-წლიანი პატიმრობა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

52 წლის გიგლა გოგილავამ  დანაშაული აღიარა. ასევე ბრალდებულმა წარადგინა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი, ტანსაცმელი და ნიღაბი.

სასჯელის მოთხოვნაზე დაცვისა და ბრალდების მხარე ერთობლივად შეთანხმდნენ. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობისა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრის შუამდგომლობით მიმართა.

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები