26 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
პოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე, ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე გამართული პერმანენტული აქციების ორ მონაწილესთან ერთად, ისევ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტის შენობასთან შვილმოკლულ მამებთან ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გადელია მივიდა და განუცხადა, რომ შესაძლოა, ისინი დააკავონ.

სარალიძის თქმით, პოლიციელმა მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრა, რომ 11 სექტემბერს მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე სამართალდამცველებისგან ფაქტის მოკვლევას ითხოვს. მან ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში განცხადება უკვე დაწერა.

„ეს იყო მოწმეებზე პირდაპირი ზეწოლა პოლიციელების მხრიდან. მოწმეები იმ რეალობას აღწერენ, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც პოლიციელთან შეხლა-შემოხლა იყო,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პოლიციის წარმომადგენლებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველის მისვლა არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საკითს მოიკვლევენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები