09 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა  - შეგროვებული ნობათი მიუსაფრებსა და სოციალურად დაუცველებს გადაუნაწილდებათ

საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მორწმუნეებმა საზეიმო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და მთავარი ქუჩების გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. ქრისტეშობის მახარობლებმა შეგროვებული შემოწირულობები სწორედ სამებაში მიიტანეს.

ალილოზე შეგროვებულ ნობათს შემდეგ მსჯავრდებულებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვთა და მიუსაფართა სახლებს გადაუნაწილებენ.

შობის დღესასწაულზე ალილოს ტრადიცია უძველესია, თუმცა მივიწყებული ტრადიცია რამდენიმე წლის წინ პატრიარქის ინიციტივით აღდგა.

შობის დღესასწაული დღის ბოლოს სრულიად საქართველოს ილია მეორემ კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და მსოფლიოში. გაიხარეთ და გაგვახარეთ“-თქვა პატრიარქმა.

საშობაო ალილო საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა. შეგროვებული ნობათის აქაც მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს გადაუნაწილდებათ.

დღის ამბები