27 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
„დაავადების მიმდინარეობა მძიმეა" - დავით სერგეენკო გრიპის ვირუსსა და არსებულ მდგომარეობაზე 

„დაავადების მიმდინარეობა მძიმეა,“ - ეს განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის შესახებ საუბრისას გააკეთა.

დავით სერგეენკო დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, დღეს არსებული მონაცემებით ვითარება საკმაოდ საყურადღებოა. მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციითაც მიმართავს და მოუწოდებს სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს პირველივე დღეებში უნდა მიმართონ.

სერგეენკოს თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 600-ზე მეტი ადამიანი გადის, მათ შორს 40-ის მდგომარეობა მძიმეა.  

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“ და ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებს, მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგს ჯანდაცვის უწყება შეავსებს. 

„დაავადების მიმდინარეობა მძიმეა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. იმ პაციენტებიდან,  ვინც მიმართა ექიმს და მკურნალობა დაიწყო მხოლოდ 45%-ია, ვინც ეს გააკეთა პირველი 2 დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებელია, რომ ეს პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აფთიაქებმაც უნდა იზრუნონ, რომ მომარაგება გაზარდონ და თუკი ამ მხრივ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც წინა დღეებში, "ტამიფლუს" შემთხვევაში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები