17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში - პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობოები, ყოფილი მოსამართლეები და ადვოკატები ერთიანდებიან

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით არასამთავრობო სექტორი, ყოფილი მოსამართლეები და ადვოკატები ერთიანდებიან. მათი მონაწილეობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უახლოეს მომავალში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. საუბარია მათ შორის საპროტესტო აქციებზეც, რომლის მთავარი მოთხოვნა პარლამენტიდან მოსამართლეობის კანდიდატების სიის უკან გაწვევა იქნება.

„იქნება ყველანაირი ფორმა, შეხვედრები, საუბრები, როგორც  პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე აქციებიც არ გამოირიცხება. გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს ჯგუფი ამდენს  რომ ვერ გაბედავდა მე დარწმუნებული ვარ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც კლანზე საუბრობთ, კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში. მისი ნაწილი პარლამენტშია, ნაწილი პროკურატურაში და ნაწილი სხვადასხვა უწყებებში,“-განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის” თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.

იურისტები ამბობენ, რომ აუცილებელია სისტემის გაჯანსაღება და მისი დაცვა კლანური მმართველობისგან.

„აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასამართლოს გადასარჩენად. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ მოძრაობას დავიწყებთ, გავაფართოვებთ და შევეცდებით მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. აქ საუბარია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც შესაძლოა სასამართლოს ბედი აწუხებდეს,“-აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები