26 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს" - მამუკა ბახტაძე

დიდ დიღომში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. განცხადება მამუკა ბახტაძემ იაშვილის სახელობის კლინიკაში გააკეთა.

მან აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მატ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან პატარები და შემდეგ უკვე დილით იქნება უკვე მიღებული გადაწყვეტილება, მათი ოჯახი დაბრუნების შესახებ, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

აფეთქება დიდ დიღომში 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

პრემიერის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მამუკა ბახტაძემ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

 

 

 

დღის ამბები