26 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
კრიტიკული საერთაშორისო დასკვნა საქართველოს შესახებ - Human Rights Watch ანგარიშს აქვეყნებს

საპრეზიდენტო არჩევნები, მედიაპლურალიზმი და გახმაურებული საქმეები, რომლებიც ამ დრომდე გაუხსნელია - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია Human Rights Watch წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში გასული წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესებია შეფასებული და მისი დასკვნა შემაშფოთებელია.

გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნები მოხვდა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა მოჰყავს, რომელშიც საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე.

Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ.

„ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს“, მაგრამ შეინიშნებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch ასევე წერს, რომ მედიაპლურალიზმი საქართველოში საფრთხეშია. გარდა საქართველოში არსებული მედია გარემოსი, გავლენიანი ორგანიზაცია გახმაურებულ საქმეებსაც ეხება. Human Rights Watch-ის ანგარიშში ხორავას ქუჩის და მაჩალიკაშვილის საქმეებია განხილული.

დღის ამბები