26 აპრილი 2024,   23:57
ვრცლად
ავარია 3 ლოკაციაზე - ავტობანზე მოყინული გზის გამო, 20-ზე მეტი მანქანა მოცურდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. ამინდის გაუარესების შედეგად ავტობანზე 20-ზე მეტი მანქანა მოცურდა.

როგორც „რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოცურების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არავის მიუღია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი მგზავრი არ გადაუყვანია.

სამივე ლოკაციაზე მობილიზებულები არიან საპატრულო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ამ დროისთვის ავტობანზე გადაადგილება შეზღუდული არ არის და მოძრაობა ნელი სვლით ხორციელდება. 

დღის ამბები