04 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
NDI-ის​​ გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტში კორუფციაზე მიუთითებს და თვლის, რომ დეპუტატები მათ აზრს არ ითვალისწინებენ

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 44% თვლის, რომ პარლამენტში კორუფცია გავრცელებულია.  

კითხვა საკანონმდებლო ორგანოში კორუფციის არსებობასთან, ან არარსებობასთან დაკავშირებით, ამერიკის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მკვლევარებმა რესპონდენტებს თბილისსა და რეგიონებში დაუსვეს. შედეგები ასე გადანაწილდა:

გავრცელებულია - 44 %;
საერთოდ არ არის კორუფცია - 16%;
არ ვიცი 39 %;
უარი პასუხზე - 1%.

NDI-ის მკვლევარებმა რესპონდენტებს ასევე სთხოვეს დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით. კითხვაზე - "ეთანხმებით თუ არა, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების მოსაზრებებს?" რესპონდენტების პასუხები ასეთი იყო: 

ვეთანხმები - 45 %;
არ ვეთანხმები - 51%.

NDI-მ გამოკითხვა 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1 %-ია. 

დღის ამბები