სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დაევალა, ოფიციალური მოსკოვი პოლიტიკურს უწოდებს.
ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კლიშასის განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი.
ანდრეი კლიშასის თქმით, აღნიშნული მექანიზმის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება არ აღსრულდეს.
დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა კი აცხადებს, რომ რუსეთს არ აურჩევია მოსამართლეები და შესაბამისად ევროპული სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები არ უნდა ცნოს.