19 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
აქციის მონაწილეებთან შს სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რისთვისაც 15-წუთიანი ვადა მისცეს

თბილისის ცენტრში აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების გაფრთხილება - აქციის მონაწილეებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ გზის გახსნისკენ მოუწოდეს, რისთვისაც 15-წუთიანი ვადა მისცეს.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შესაბამისი განცხადებაც. მასში ნათქვამია, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

"თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვარ, მერიის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი, ამ შემთხვევაში. შეკრებებისა და მანიფესტაციის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა იმ შემთხვევაში, როცა მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს ამას", - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

 

დღის ამბები