19 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ნარკოტიკთან საბრძოლველად მასშტაბურ ზომებს მიიღებს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ნარკოტიკთან საბრძოლველად მასშტაბურ ზომებს მიიღებს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი წინა პრეზიდენტობის დროს 30 წლის განმავლობაში ამერიკაში ნარკოტიკით სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველად დაეცა.

ტრამპი გეგმავს რიგი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისთვის.

"ჩემი პირველი ვადით არჩევამდე 30 წლის განმავლობაში, ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ნარკოტიკებისა და ფენტანილის კრიზისზე და მივაღწიეთ ზედოზირებით სიკვდილიანობის პირველ შემცირებას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მე ასევე ამაყად მოვაწერე ხელი მხარდაჭერის აქტს, ყველაზე დიდ ინვესტიციას ოპიოიდების ეპიდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობის დროს, ჩვენი ძნელად მიღწეული პროგრესი დავთმეთ - ჩვენი სამხრეთ საზღვრის ჩაბარებასთან ერთად. ეს სირცხვილია.

ახლა, ფენტანილი და სხვა მომაკვდინებელი შხამები ჩვენს ქვეყანაში შეუმოწმებლად შემოდის, ყოველწლიურად გვაცლის 100 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლეს. - და მრავალი ფიქრობს, რომ რეალური რიცხვი 300,000-დან 400,000-მდეა.

როდესაც თეთრ სახლში დავბრუნდები, პირველივე დღეს მივიღებ ზომებს ამ საშინელი ჭირის დასასრულებლად და ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები