„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები,“- ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც CO-ს დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახებს მიუსამძიმრა.
„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.