19 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით, ამას ჩვენი საზოგადოება შეჩვეული არ არის - პრეზიდენტის ადმინისტრაცია მესამე სექტორს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გამოხატულ უკმაყოფილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მესამე სექტორის წამომადგენლები მათთან დისკუსიაში არ ჩაებნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი აღნიშნავს, რომ ცილისწამების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მათ კონკრეტული მონახაზი არ აქვთ და სურდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოესმინათ რეკომენდაციები.

მახარაშვილის თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყდებოდა, რა საკითხზე ღირს ყურადღების გამახვილება.

„ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან, სრულიად დასაწყისში, მოდით, თქვენ გვითხარით არის თუ არა საჭიროება, თქვენ გვითხარით, სად ხედავთ პრობლემას, ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს ნამდვილად, მაგრამ თქვენ გვითხარით, რას ფიქრობთ და ერთად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რამე ცვლილება გასაკეთებელია თუ არ არის გასაკეთებელი, რაიმე თემა გასაფართოებელია, რაღაც თემას სჯობია, საერთოდ ხელი არ მოვკიდოთ. პირიქით, სულ დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით. ამას ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ, არც დავდეთ, სანამ საკმარისი მასალა, ინფორმაცია არ გვექნება,“ - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები